The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაგული ბაქრაძე

მაგული ბაქრაძე
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2022  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960–1961წწ. იყო ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანის" ექიმი; 1961–1967წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეან–გინეკოლოგი; 1967–1977წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1977 წლიდან არის აკად. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. არის ავტორი 64 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. ექიმი მეან–გინეკოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩასახვის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის "ტრაცეპტონის" ექსპერიმენტალური და კლინიკური შესწავლა", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.32

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიკო–სოციოლოგიური აკადემია, წევრ–კორესპონდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: