The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ხომასურიძე

არჩილ ხომასურიძე
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1942  (84 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1968-1972წწ. იყო ქ. მოსკოვის № 10 სამშობიარო სახლის ორდინატორი; 1972-1985წწ. საკავშირო მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის (ქ. მოსკოვი) უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1985 წლიდან არის ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი; 1994 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 1998-2006წწ.  ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე დააარსა რეპროდუქტოლოგიის კათედრის და იყო ხელმძღვანელი; 1996 წლიდან საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი, დირექტორი და კონსულტანტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში; არის 551 სამეცნიერო შრომის, 10 სახელმძღვანელოს, 6 მონოგრაფიის, 3 გამოგონების ავტორი. 2024 წელს ი. ჟორდანიას სახელობის ყოფილი ინსტიტუტის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოთირეოზის გავლენა შთამომავლობის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰორმონალური კონტრაცეპციის გავლენა ფარისებრ, თირკმელზედა, კუჭუკანა ჯირკვლებზე, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციაზე", დაიცვა 1978 წელს.

წყარო: არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი: reproinstitute.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ–იორკის სამეცნიერო აკადემია , წევრი (1994-)
  • ჟურნალი "რეპროდუქტოლოგია", დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1998-2003)
  • რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემია, წევრი, ბორდის წევრი (2004) (1997-)
  • საერთაშორისო გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი (1996-)
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
  • საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია, დამფუძნებელი და პრეზიდენტი (2002-)
  • ჩიკაგოს სამეცნიერო აკადემია, წევრი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2010 - ღირსების ორდენი
  • 1980 - სსრკ ლენინური კომკავშირის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: