შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჭუმბურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვედა სიმონეთი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1951-1952წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობა "სახელგამის" უფროსი რედაქტორი; 1952-1957წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის ასისტენტი; 1958-1970წწ. დოცენტი; 1970 წლიდან პროფესორი; 1957-1959წწ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-2005წწ. ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე; 2006-დან მეცნიერ-კონსულტანტი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის: "ქართული სალიტერატურო ენისა და სტილის საკითხები"(1956), "სალიტერატურო ენა და მწერლობა"(1962); "რა გქვია შენ?(1966;1971: 1982; 2003), "ლიტერატურული წერილები"(1975), "მადლი დედაენისა"(1982), "ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ"(1983,2000), "მყოფადი ქართველურ ენებში"(1986) და სხვ. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სვანური ენის ლენტეხური კილოს ფონეტიკური თავისებურებანი", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მყოფადი ქართველურ ენებში", დაიცვა 1968 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |