The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე გიორგაძე

კონსტანტინე გიორგაძე
სხვა სახელი:კუკური გიორგაძე
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:8 დეკემბერი, 2004  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1953წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე, იყო 1953–1955წწ. ასპირანტი, 1955–1959წწ. ასისტენტი, 1959–1969წწ. დოცენტი, 1969–1973წწ. რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრის პროფესორი, 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრის გამგე; 1959-1961წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი; 1961-1969წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1969-1973წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის პროფესორი; 1973-1987წწ. ამავე კათედრის გამგე; 1987-2003წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრის პროფესორი; 2003 წლიდან დამსახურებული პენსიონერი. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს 3 სახელმძღვანელო და რამდენიმე მონოგრაფია; მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 10 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესში "ექიმები ატომური ომის გარეშე" (1986, გფრ). დაჯილდოებული იყო სახელობითი მედლით, მადლობებითა და სიგელით. საქართველოს სამედიცინო რადიოლოგიის სკოლის ერთ–ერთი დამაარსებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ექიმი–რენტგენოლოგი-რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1958), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1970).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ჰიპერტონიული დაავადების დროს", დაიცვა 1957 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Радиоизотопная диагностика функции щитовидной железы", დაიცვა 1960 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.68; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.693-696; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის რენტგენოლოგთა და რადიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: