The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარი აბრამიშვილი

მარი აბრამიშვილი
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 2008  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1944 წელს.

1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად ხელნაწერი ჟურნალის ("ანათემა") გამოცემის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს. სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში. გადასახლებიდან დაბრუნებულმა კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "მნათობში", ხოლო ლექსების პირველი კრებული 1957 წელს გამოვიდა. ასევე გამოცემული აქვს საბავშვო ლექსების კრებულები. მის შემოქმედებაში ძირითადად პატრიოტული და ლირიკული მოტივებია. მ. აბრამიშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, ოსურ და თურქულ ენებზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1970-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1992 - მწერალთა კავშირის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: