Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარი აბრამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1944 წელს. 1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად პატრიოტული ლექსებისა და ხელნაწერი ჟურნალის ("ანათემა") გამოცემის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს. სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში. გადასახლებიდან დაბრუნებულმა კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "მნათობში", ხოლო ლექსების პირველი კრებული 1957 წელს გამოვიდა. ასევე გამოცემული აქვს საბავშვო ლექსების კრებულები. სულ გამოცემული აქვს 22 წიგნი. მის შემოქმედებაში ძირითადად პატრიოტული და ლირიკული მოტივებია. თარგმნილი აქვს ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, სერგეი ესენინის, ბელა ახმადულინას, ევგენი ევტუშენკოს, რიჩარდ ოლდინგტონის ლექსები, ხოლო მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ოსურ და თურქულ ენებზე. მ. აბრამიშვილის ლექსებზე შექმნილია არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, მათ შორის: "აი სად შემხვდი" (ამავე სახელწოდების ლექსზე, მუსიკ. ავტ. ა. ხარანაული), "სიმღერა თბილისზე" (ლექსზე "თბილისი", კომპ. ს. მირიანაშვილი), "ხომ არ დავაგვიანე" (ლექსზე "აი, სად შემხვდი", კომპ. გ. მანჯგალაძე)", "ნუთუ მართლა აღარ შევრიგდებით" (ლექსზე "იქნებ მართლა"), "როგორ დაიჯერე ჩემი დაბერება" (ლექსზე "როგორ დაიჯერე", მუს. ავტ. ესმა გურამიშვილი) და სხვ. ის ერთადერთი ქალია ქართველ რეპრესირებულ მწერალთა შორის. რეაბილიტირებულია 1998 წელს. წყარო: არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა: armuri.georgianforum.com; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.8; წამების გზა : დევნა, გადასახლება, დახვრეტა = Path of martyrdom : Persecution, exile, execution = Дороги мученичества : Преследование, ссылка, расстрел. წ. 2 / რევაზ კვერენჩხილაძე.-თბ.,2017.-გვ.307-363 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |