The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იგორ დოლიძე

იგორ დოლიძე
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2021  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ლენინგრადის პედიატრიული სამედიცინო სახელმწიფო ინსტიტუტი 1965 წელს.

1965–1966წწ. - გროზნოს უსინათლო ბავშვთა რესპუბლიკური სკოლა–ინტერნატის უფროსი ექიმი; 1966–1967წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973–1978წწ. - ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მედიცინისა და სამეცნიერო კიბერნეტიკის განყოფილების გამგე; 1978–1980წწ. - ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ავტომატიზებული რეამინაციული სისტემების ლაბორატორიის გამგე; 1980–1981წწ. - აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე; 1981–1995წწ. - სეფსისის საწინააღმდეგო რესპუბლიკური ცენტრის თერაპიული განყოფილების ექიმი; 1995–1998წწ. - იარაგის (დერბენტი) საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე; 1980–1981წწ. - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მართვის ავტომატიზებული სისტემების – "აჭარის ჯანდაცვა" მთავარი კონსტრუქტორი (მეცნიერი ხელმძღვანელი); 1998 წლიდან - სპორტული მედიცინის კათედრის პროფესორი (თერაპიაში) და თსი "საქართველოს" თერაპიული ციკლის ხელმძღვანელი. თავისი ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის (სამეცნიერო, საექიმო, პედაგოგიური) ნახევარი, სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციის, სამკურნალო ფიზკულტურისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ფსიქო-ფიზიკური აღზრდის პრობლემურ საკითხებს მიუძღვნა. 169 სამეცნიერო ნაშრომისა და 6 მონოგრაფიების ავტორი. კვლევის თემა: ნაწლავისმიერი სეფსისი: ეტიოლოგია, პათოგენეზისი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე კომპიუტერული ტექნილოგიის გამოყენებით. ექიმი-ინფექციონისტი. თბილისის სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოცირებული პროფესორი და უნივერსიტეტ "გეომედის" ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის პროფესორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეტაბოლური დარღვევების შესახებ წვრილი ნაწლავის კედლებში შოკისა და სისხლკარგვის დროს", დაიცვა 1972 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაწლავისმიერი სეფსისის ეტიოლოგია, პათოგენეზი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.93; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.320; ვებ-გვერდი "ოჯახის მკურნალი": mkurnali.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენერგოინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია (ქ. მოსკოვი), ნამდვილი წევრი (1997-)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიები, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2004-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: