Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ვერულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით 1980 წელს. 1974–1977წწ. იყო N2 სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი; 1976–1979წწ. მუშაობდა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს საკონსულტაციო პოლიკლინიკაში; იყო რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილების ორდინატორი; 1979–1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის პედაგოგი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1992–1993წწ. მუშაობდა კარადენიზის(თურქეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე. 1974 წლიდან დღემდე მუშაობს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის(რესპუბლიკური საავადმყოფო) ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტში: კლინიკურ ორდინატორად, ექიმ-ნევროპათოლოგად, ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად. არის 6 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს, 1 გამოგონების("მიოფასციური ტკივილითი სინდრომების მკურნალობის ხერხი") და 118 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროენდოკრინული სისტემის ფუნქციური მდგომარეობა არტერიულ ჰიპერტენზიით განპირობებული ცერებროვასკულური პათოლოგიის დროს", დაიცვა 1990 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადაპტაციური მექანიზმების მულტისისტემური დახასიათება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის დროს", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.105 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |