The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ თამაზაშვილი

თამაზ თამაზაშვილი
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი წნორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977–1979წწ. იყო გურჯაანის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი; 1979–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1982–1987წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1987–1990წწ. დოცენტი; 1990 წლიდან პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 105 სამეცნიერო ნაშრომი, 4 მონოგრაფია: "ნაწლავთა მწვავე შეხორცებითი გაუვალობის ოპერაციის შემდგომი მკურნალობა" (1992), "ნაწლავთა უკმარისობის სინდრომი ქირურგიაში" (1994), "მუცლის ღრუს დრენირება" (1996), "პარენტენალური და ენტერალური კვება ქირურგიაში" (1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წვრილი ნაწლავის მწვავე შეხორცებითი გაუვალობის შემდგომი მეტაბოლოზმის დარღვევათა პათოგენეზური თერაპია", დაიცვა 1981 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენტერალური კვება და ნაწლავთა დეკომპრესია აბდომინალურ ქირურგიაში", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.116

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის კოსმეტოლოგ ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • ამერიკის პარენტერალური და ენტერალური კვების ასოციაცია, წევრი
  • ევროპის პარენტერალური და ენტერალური კვების ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: