| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან თურქიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა თიანეთი, თიანეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური ფაკულტეტი 1951 წელს. 1954–1956წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოციალური ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრის ასპირანტი; 1954–1968წწ. ასისტენტი; 1956-1968წწ. კათედრის უფროსი მასწავლებელი; კითხულობდა ლექციებს, ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს როგორც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე, ასევე კომერციულ სასწავლებლებში; 1968-2008წწ. კათედრის დოცენტი; მისი 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი ეხება სოციალური მედიცინის, ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის, მედიცინის ორგანიზაციის, მედიცინის ისტორიისა და სხვა აქტუალურ საკითხებს; მისი სტატიები იბეჭდებოდა საქართველოს პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებში; გამოდიოდა სამეცნიერო მოხსენებებით სამეცნიერო კონფერენციებზე, რადიოთი და ტელევიზიით; წლების განმავლობაში იყო კათედრის გამგის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში; აქტიურად მონაწილეობდა როგორც თანაავტორი, სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების რამდენიმე გამოცემაში; საქართველოს საზოგადოება "ცოდნის" სამედიცინო-მეთოდური საბჭოს მდივანი და ამავე საზოგადოების შტატგარეშე რეფერენტი იყო; კათედრაზე არსებული სამხედრო-პარტიული აღზრდის ჯგუფის ხელმძღვანელი; გამოცემული აქვს მონოგრაფია: "ჯანმრთელობა თითოეულისათვის და ყველასათვის" (1991). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია (1956). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქალაქის გაერთიანებული საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების მუშაობის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებლები", დაიცვა 1956 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.767-769 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

