შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ბასიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1970წწ. იყო ცხინვალის საავადმყოფოს თერაპევტი. 1970–1972წწ. მოსკოვის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორდინატორი. 1972–1975წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტი. 1977 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი და ამავე კათედრის დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სინდრომული დიაგნოსტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომისა კარდიოლოგიის აქტიურ პრობლემებზე. არის ექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური და რეგიონალური ჰემოდინამიკის მაჩვენებლები არტერიული ჰიპერტონიის დროს სხვადასხვა ჰიპოტენზიური საშულებებით მკურნალობის ფონზე", დაიცვა 1976 წელს მოსკოვის კარდიოლოგიის ინსტიტუტში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.29; საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია: facebook.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |