The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ კვანტალიანი

დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1952  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975–1978წწ. იყო მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ქრონიკული უკმარისობის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1978–1985წწ. ამავე განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან აღნიშნული განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომერლი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საკითხებს. 1992 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას დამოუკიდებელ სამედიცინო ინსტიტუტებში "ვითა" და "ელეგია და კომპანია".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის იშემიით ავადმყოფებში მიოკარდიუმის ექტოპიური აქტივობის გამოვლენა ფსიქო–ემოციური და სენსორული სტრეს–ტესტების საშუალებით", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.148

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: