The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ტიგინაშვილი

გიორგი ტიგინაშვილი
Other name:ივრისპირელი  (Pseudonym)
Date of birth:12 June, 1986  (37 years)
Category:Theologian, Explorer, Writer, Educator, Poet, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: თიანეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 2008 წელს; თბილისის სასულიერო აკადემია 2009 წელს.

2004-2006წწ. იყო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე; 2006-2012 წწ. საეკლესიო გაზეთ "სიონი"-ს კორესპონდენტი; 2007-2008წწ. მუშაობდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად; 2009-2011წწ. სკოლა ლიცეუმ "სხივში" რელიგიისა და კულტურის პედაგოგად; 2010-2011წწ. დამოუკიდებელ საერო გიმნაზია "შავნაბადა"-ში რელიგიის ისტორიისა და სექტოლოგიის პედაგოგად; 2009-2011წწ. ქ. ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზია "საღვთო სჯული"-ს ძვ. ქართული დამწერლობისა და მსოფლიო ეკლესიის ისტორიის პედაგოგად; პერიოდულად ეწევა პუბლიცისტურ მოღვაწეობას საზოგადოებრივ, რელიგიურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებში. ავტორია სამეცნიერო წიგნისა: "უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II და ქართული საზოგადოება"(2011). გამოცემული აქვს საკუთარი ნოველების, ლექსების, ესეების, წერილებისა და ინტერვიუების კრებულები: "მადლიერება"(2013), "მუდმივი აწმყო"(2013); 2015-2016წწ. ტელეკომპანია "ქართული არხი"-ს საავტორო გადაცემის "ზვარაკად შეწირულნი" წამყვანი; არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლესი ისტორიის მკვლევარი.

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2013-)

Bibliography


Share: