The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1868
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1951  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის პროგიმნაზია.

 დააარსა უფასო სკოლა  სოფელ ფცაში და უსასყიდლოდ ასწავლიდა გლეხთა ბავშვებს. სხვადასხვა დროს მეუღლესთან, მწერალ დუტუ მეგრელთან (დიმიტრი ხოშტარია), ერთად ცხოვრობდა ყარსში, ოლთისში, ნახიჩევანში, ერევანში. 1910 წლიდან დასახლდა გორში. 1915 წელს იქვე დააარსა ქალთა უფლებების დამცველი საზოგადოება "მანდილოსანი" და პროპაგანდას უწევდა ხალხოსნურ იდეებს. მუშაობდა მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში. 1885 წელს შედგა მისი ლიტერატურული დებიუტი, როდესაც თარგმნა ოსური ლეგენდა "ბესო". 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, წავიდა მწერლობიდან და მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების "პოლიტიკურად კორექტულ" შესავლებს წერდა; ავტორია ნოველებისა: "მოლიპულ გზაზე" (1897), "ბედის ტრიალი" (1901); მოთხრობებისა: "ეკლესიის გარშემო", "მიწა", "უბედური მკურნალი", "სიკვდილის აჩრდილი", "განთიადი"; რომანისა – "სალი"; საბავშვო მოთხრობებისა: "ბატონებმა არ დაიწუნეს", "ლაზარემ გადააჭარბა", "კერა", "დედები", "კამისია", "დარისპან თარაშვილი"; 1983 წლის 21 იანვრიდან მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. პოეტისა და საზოგადო მოღვაწის დუტუ მეგრელის (დიმიტრი ხოშტარია) მეუღლე.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.179-187ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.25

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
  • ქართველ მწერალთა კავშირი, წევრი
  • ქართველ ქალთა საზოგადოება "მანდილოსანი", დამაარსებელი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მწერალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: