The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იპოლიტე ვართაგავა

იპოლიტე ვართაგავა
სხვა სახელი:ნეზდეშნი  (ფსევდონიმი)
სალგირ  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1872
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 1967  (94 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხეთა, ზუგდიდის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1895 წელს, ყაზანის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით 1899 წელს.

1899-1907წწ. მსახურობდა ყოფილი ტავრიდის გუბერნიაში, ქ. სიმფეროპოლში სასულიერო სემინარიის სუბინსპექტორად და ღვთისმსახურების საფუძვლებისა და საეკლესიო ისტორიის მასწავლებლად; 1907-1918წწ. იყო ტფილისის სასულიერო სემინარიაში რუსული ლიტერატურის ისტორიისა და სიტყვიერების მასწავლებლი; 1918-1919წწ. მე–8 გიმნაზიაში რუსული სიტყვიერების მასწავლებლი; 1919-1921წწ. ამავე საგნის მასწავლებლი მე–14 ტექნიკუმში; 1921-1926წწ. მუშაობდა ჭიათურაში ჯერ ჰუმანიტარულ ტექნიკუმში ქართულ და რუსული ენების მასწავლებლად, შემდეგ ჭიათურის 9 წლედის გამგედ; 1925-1927წწ. ხეთის 9 წლედის გამგედ; 1927-1928წწ. ფინსახკომის გამგეობაში მყოფ უმაღლეს ეკონომიურ–ფინანსურ კურსების სასწავლო ნაწილის გამგედ; 1930 წელს მიიწვიეს გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში სტილის კორექტორად; ამავე წელს დანიშნეს საქართველოს ცაკის საორგანიზაციო განყოფილების საინფორმაციო სექტორის გამგედ; 1931-1932წწ. მსახურობდა ჟურნალ "რელიგიის წინააღმდეგის" მდივნად და ცენტრალური საბჭოს გამოცემათა რედაქტორად; ჟურნალების: "ერი", "საქართველოს მოამბე", "ცხოვრება და ხელოვნება" კრიტიკისა და ბიბლიოგრაფიის რედაქტორად; 1936 წელს ქ. სოხუმში მესამე სკოლის მასწავლებლად; 1937-1958წწ. ქ. გორის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლექტორად; ამავე დროს იყო გორის 1 და 4 საშუალო სკოლებში ქართული ლიტერატურის მასწავლებელი; 1939-1946წწ. ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლექტორი; ავტორია უამრავი პუბლიცისტური, კრიტიკული, მეცნიერული ხასიათის სტატიებისა და წიგნებისა; მათ შორის: "საბჭოთა კავშირი – ერთად–ერთი ქვეყანაა, სადაც უმუშევრობა კლებულობს", "აღდგომის დღესასწაულის წარმოშობა და მისი წესები", "აღმოსავლეთის რელიგიების ისტორია" (1931), "მაქსიმ გორკი" (1931), "რას წარმოადგენს რელიგია თანამედროვე კაპიტალისტურ ქვეყნებში?", "ხელოვნება ანტირელიგიურ კამპანიისათვის", "დავით კლდიაშვილი"; 1931-1932წწ. თარგმნა შემდეგი ანტირელიგიური ხასიათის წიგნები: "ქრისტიანობის წარმოშობა" (ს. ურსინოვიჩი), "ქრისტეს აღდგომა და მისი მნიშვნელობა" (ნ. რუმიანცევი), "რელიგიური დღესასწაულების კალენდარი" (ფ. კოვალიოვი); გარდა ამისა დაწერა მონოგრაფიები: "შევჩენკოს ცხოვრება და შემოქმედება", "ლერმონტოვი როგორც ნაციონალური პოეტი". აღსანიშნავია მისი ვრცელი მოგონება საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ, რომლის მონაწილეც ის თავად გახლდათ. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.222-226

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აღმოსავლეთ საქართველოს საშუალო სკოლების მასწავლებელთა კავშირი, წევრი, თავმჯდომარე
  • მებრძოლ უღმერთოთა საზოგადოების ცენტრალური საბჭოს პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • სრულიად საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • სსრკ მწერალთა კავშირი, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების საბჭო, წევრი
  • ჭიათურის მასწავლებელთა ადგილკომი, თავმჯდომარე
  • ჭიათურის რაიონის განათლების მუშაკთა კავშირის სარევიზიო კომისია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • 1915 - სტატსკი სოვეტნიკის ჩინი
  • 1913 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1912 - კოლეჟსკი სოვეტნიკის ჩინი
  • 1910 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1906 - ნადვორნი სოვეტნიკის ჩინი
  • 1905 - კოლეჟსკი ასსესორის ჩინი
  • 1904 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: