შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი გულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აურჩა, სოხუმის მუნიციპალიტეტი. 1924-1926 წწ. ასწავლიდა აფხაზურ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1919-1920 წწ. იყო პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის" რედაქტორი; 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი; 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი; 1910 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი წიგნი; ავტორია რამდენიმე ათეული ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომისა; მათ შორის: "კამაჭიჭი" (1938, მოთხრობა), "აფხაზეთის ისტორია" (1925), "ლექსების კრებული" (1912), "გაუმარჯოს თავისუფლებას" (1920, დრამა), "ორი მშიერი" (1920, ვოდევილი), "სხვის ცის ქვეშ" (1923, მოთხრობა), "რჩეული ნაწარმოებები რუსულ ენაზე" (1937); აგრეთვე ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. აფხაზურ ენაზე თარგმნა: დ. ჭონქაძის "სურამის ციხე" (1936), ი. ჭავჭავაძის "კაკო ყაჩაღი" (1933), შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" (1940). წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.274-278; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.- 301 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |