შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კინწურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შხეფი, სენაკის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი 1912 წელს. 1912-1916წწ. მასწავლებლობდა შუშის რეალურ სასწავლებელში; 1916-1919წწ. გორში ჯერ ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ ქალთა გიმნაზიაში; 1919-1922წწ. იყო ფოთში ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, შემდეგ ფოთის ტექნიკუმის დირექტორი და განათლების განყოფილების გამგის მოადგილე; 1923-1928წწ. მუშაობდა თბილისის აღმასკომის სტატისტიკური განყოფილების განათლების სტატისტიკის განყოფილების გამგედ; 1928-1929წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში მთარგმნელად; 1904-1905წწ. ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას სამეგრელოს სოფლებში; ლექსებს აქვეყნებდა "ივერიაში", "მწყემსში", "მოგზაურში", "ჩვენ ხმაში", "თეატრსა და ცხოვრებაში", ასევე სხვადასხვა კრებულებში; 1922 წელს დაიბეჭდა მისი თხზულებების პირველი ტომი; თარგმნიდა უკრაინულ და რუსულ ლიტერატურ ნაწარმოებებს. მიღებული აქვს კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯილდო (1946). წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.431-447; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 59 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |