The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე კაპანელი

კონსტანტინე კაპანელი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ჭანტურია
სხვა სახელი:კაპანელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1889
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 1952  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი კაპანა.

დაამთავრა საფრანგეთის გრენობლის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი.

მუშაობდა ქუთაისის და ბათუმის სასწავლებლებში; 1923 წლიდან თბილისის კონსერვატორიასა და ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში; 1929 წლიდან მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს ქართული ხელოვნების შესახებ; 1931 წელს დანიშნეს თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგედ; 1931–1933წწ. იყო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; თავდაპირველად ნაწარმოებებს წერდა რუსულ ენაზე; მისი პირველი ნაშრომი დაიბეჭდა გაზეთ "ზაკავკაზსკაია რეჩში" სათაურით "Идея страдания в грузинской литературе"; ცალკე წიგნად აქვს გამოცემული შემდეგი ნაწარმოებები: "სული და იდეა"(1923), "სოციალური ესთეტიკის საფუძვლები"(1925), "ქართული სული ესთეტიურ სახეებში"(1926), "ქართული ლიტერატურის სოციალური გენეზისი"(1928).

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: