შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან მეიფარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1948 წელს. 1949–1950წწ. იყო რუსთავის ჯანმრთელობის განყოფილების ექიმი–ინსპექტორი; 1951–1953წწ. ბათუმის სამხედრო 11321 ნაწილის უფროსი; 1953–1957წწ. თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1957–1962წწ. ამავე ინსტიტუტის ბაქტერიოფაგის განყოფილების გამგე; 1962–1976წწ. ბაქტერიოფაგის სამეცნიერო განყოფილების გამგე; 1976–1988წწ. წარმოების დარგში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1988–1990წწ. გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1990 წლიდან ბაქტერიოფაგის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 124 სამეცნიერო ნაშრომის და 4 გამოგონების, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაღალი ტიტრის ბაქტერიოფაგების ექსპერიმენტალური მიღება და დიზენტერიული კონცენტრირებული ფაგოლიზატების იმუნოგენობის შესწავლა", დაიცვა 1963 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიზენტერიის და მუცლის ტიფის მშრალი ბაქტერიოფაგების წარმოებისა და გამოყენების თანამედროვე პრინციპები", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.198; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.210 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |