შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1944–1947წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1948–1952წწ. ასისტენტი; 1952–1960წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1960–1991წწ. განყოფილების და ლაბორატორიის გამგე; 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის ბაზაზე მომუშავე მიკროცირკულაციის კვლევის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი; ხელმძღვანელობს უნიკალურ დიაგნოზურ გამოკვლევებს სისხლის რეოლოგიის დარგში. ავტორია 330 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მიკროცირკულაციის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და შეშუპების პათოფიზიოლოგიას. არის სახელმწიფო (სსრკ) ექსპერტიზის მიერ აპრობირებული ორი სამეცნიერო აღმოჩენის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქსოვილოვანი სითხის მოძრაობის გზები ზურგის ტვინის ნერვებში", დაიცვა 1947 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კაპილარული სისხლის მიმოქცევის ექსპერიმენტული გამოკვლევები", დაიცვა 1957 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.212: წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.84 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |