The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მჭედლიშვილი

ირაკლი მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1953  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ანაგა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1977 წელს.

1977–1978წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1978–1989წწ. ასისტენტი; 1989–1994წწ. დოცენტი; 1994 წლიდან ამავე კათედრის გამგეა; 1987–1994წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, ამის პარალელურად 1992 წლიდან საერო სამედიცინო ინსტიტუტ "ესკულაპში" – პრორექტორად; 1995 წლიდან ამავე ინსტიტუტის რექტორია. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიის საკითხებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "A ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიური თავისებურებანი თანამედროვე ეტაპზე", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.212

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფილაქტიკური მედიცინის ასოციაციის გამგეობა, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: