The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო სავანელი

ნინო სავანელი
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:5 დეკემბერი, 2023  (99 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1947 წელს.

1947–1948წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ფსიქიატრიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1958 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1968 წელს სწავლული მდივანი; 1978 წელს ორგანული მეთოდური განყოფილების ხელმძღვანელი; 1979 წელს ნევროლოგიური განყოფილების მეცნიერ ხელმძღვანელი; 1979–1993წწ. ნარკოლოგიური განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1993 წელს წამყვანი მეცნიერ მუშაკი; 1998 წლიდან ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკის კონსულტანტია. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 1947–1948წწ. მუშაობდა ი. ბერიტაშვილის ინსტიტუტში, მოსკოვის უმაღლესი ნერვული მოქმედების ინსტიტუტში, სერბსკის ზოგადი და სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, მოსკოვის ფსიქოთერაპიის კურსებზე (1951; 1958; 1986), საზოგადოება "ცოდნის" ხაზით გაზეთებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები, მეთოდური რეკომენდაციები, ბროშურები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უმაღლესი ნერვული მოქმედების შესწავლა იპოქონდრიული სინდრომების დროს", დაიცვა 1958 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მეტყველებით–მოძრაობითი რეაქციების დინამიკური შესწავლა შიზოფრენიის პარანოიდული ფორმის დროს", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.245; facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1988 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: