შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე შოთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1972წწ. იყო უფროსი ლაბორანტი–ორდინატორი; 1972 წლიდან დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე, პრორექტორი სასწავლო დარგში, პირველი პრორექტორი, რექტორი; ავტორია 129 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი გამოგონების, ექვსი რაციონალიზატორული წინადადების; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "საზარდულის თიაქარი ბავშვთა ასაკში"(1974), "ნარკვევები დიპლომისშემდგომი განათლების შესახებ"(1986), "ჩვილ ბავშვთა ქირურგია"(1999); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია; დაჯილდოებული იყო აშშ, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, საბერძნეთის და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებების მედლებითა და დიპლომებით. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ფილტვის არტერიის ინფუზია ბავშვებში ფილტვების ბაქტერიალური დესტრუქციების დროს". სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბავშვებში ფილტვის ქირურგიული პათოლოგიების იმუნოლოგია და იმუნორეაბილიტაცია". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.316 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |