ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ნუგზარ ტატიშვილი
| დაბადების თარიღი: | 20 ივლისი, 1933 |
| გარდაცვ. თარიღი: | 20 ივლისი, 2004 (71 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.
1957–1968წწ. იყო სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე. ავტორია 200 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორისაა 8 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 სადოქტორო და 22 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-თერაპევტი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოში კლინიკური იმუნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1967 წელს ბრუცელიოზის იმუნოლოგიისა და ალერგიის საკითხებზე.
წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.262; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აშშ-ის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭო, წევრი (1999-)
- ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
- თერაპიასა და კარდიოლოგიაში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, თავმჯდომარე
- პერიოდული სამედიცინო გამოცემების სარედაქციო კოლეგიები, წევრი
- პოსტ საბჭოთა რუსეთის იმუნოლოგთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
- საერთაშორისო ინტერნისტთა ასოციაცია, წევრი
- საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი
- საქართველოს იმუნოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
- საქართველოს მედიცინის აკადემიის თერაპიულ მეცნიერებათა განყოფილება, ხელმძღვანელი
- საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1992-)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)
- საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კოლეგია, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1999 - ღირსების ორდენი
სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
- წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის პრემია
შინაგანი სნეულებები : სახელმძღვ. სამედ. უნ-ტისა და სამედ. ინ-ტების სტუდ./ნუგზარ ტატიშვილი. - თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1998. - 783გვ.
- აშშ-ის ქალაქ მინიაპოლისის საპატიო მოქალაქე
ბიბლიოგრაფია
- შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკა : სახელმძღ. სამედ. უნ-ტის სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, "საქართველოს მაცნეს" გამ-ბა და სტ., 2003. - 351გვ.. - ISBN: 99928-28-78-1
- შინაგანი სნეულებები : სახელმძღვ. სამედ. უნ-ტისა და სამედ. ინ-ტების სტუდ. (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1998. - 783გვ.. - ISBN: 99928-52-17-8
- გულის უკმარისობის მკურნალობა (ავტორი). - თბილისი, მედიცინა, 1992. - 144გვ.
- იმუნოლოგიური მეთოდები კლინიკაში (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1989. - 146გვ.
- იმუნოლოგია და მედიცინის მიღწევები (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ საზ-ბა "ცოდნა", 1971. - 32გვ.
|