The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟანა უჩანეიშვილი

დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1949  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1974–1976წწ. მუშაობდა რუსთავის სასწრაფო დახმარების სადგურში; 1976–1989წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურში; 1974–1976წწ. იყო თბილისის სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი; 1979–1984წწ. რკინიგზის საგზაო კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–კარდეოლოგი; 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პოლიკლინიკური და გადაუდებელი თერაპიის კათედრის ასისტენტია. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის უკმარისობის ნაადრევი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოდინამიკის, გარეგანი სუნთქვის და ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის მაჩვენებლები გულის უკმარისობით მიმდინარე გულის იშემიური დაავადების დროს ნიტროსორბიდ დინიტრატით მკურნალობისას", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.269

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • დიაგნოსტიკური ძიება შინაგან სნეულებათა კლინიკაში : სიმპტომიდან დიაგნოზამდე-სინდრომული ძიება, გამოკვლევის პროგრამები, შინაგანი სნეულებების პათოგნომური სიმპტომოკომპლექსები : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ., რეზიდენტებისა და ექიმებისთვის (თანაავტორი). - თბილისი, ცოდნა, 2009. - 752გვ.. - ISBN: 978-9941-0-1641-7

გააზიარე: