შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯენარო ქრისტესაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1969–1971წწ. იყო ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1971–1973წწ. სწავლული მდივანი; 1973–1989წწ. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტალური გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1989 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბებისა და კლინიკური გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 112 სამეცნიერო ნაშრომის, აქვს მონოგრაფია: "პერინატალური პათოლოგიის გენეტიკური ასპექტები". 1995 წლიდან ხელმძღვანელობს ე. ფიფიას სახელობის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის და უმაღლესი სამედიცინო სკოლის "აიეტის" სამედიცინო გენეტიკის ციკლს, 1998 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორია. რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გენეტიკურად განპირობებული ენდოკრინული დარღვევები, როგორც ქალის უნაყოფობის მიზეზი", დაიცვა 1969 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "გენეტიკური ფაქტორების როლი პერინატალურ პათოლოგიაში", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.289 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |