შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ დოდორქელი![]()
ბიოგრაფიამეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მოღვაწეობდა დოდორქის მონასტერში. ზოგიერთი მკვლევარი თვლიდა, რომ გრ. დოდორქელი, რომელსაც ხუცესმონაზონადაც მოიხსენიებენ, მოღვაწეობდა XVII ს. 20-30-იან წლებში(პლ. იოსელიანი, ზ. ჭიჭინაძე), მაგრამ სხვადასხვა საბუთებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გრ. დოდორქელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში, დავით გარეჯის დოდოს მონასტერში, ერეკლე პირველის მეფობისას. 1703-1713წწ. მან დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება "თთუესა სეკდემბერსა იგ წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ". ეს თხზულება, რომელიც შესანიშნავი მხატვრული ტექსტია. ასევე, სანდო ისტორიულ წყაროსაც წარმოადგენს, ავტორი საკმაოდ ოსტატურად, დახვეწილი მხატვრული ენით ყვება ქეთევან დედოფლის თავგადასავალს, ამასთანავე, ქეთევანის ღვაწლის იდეურ მნიშვნელობაზეც საუბრობს. ამ ტექსტის გარდა, გრიგოლ დოდორქელი რამდენიმე, მათ შორის, ქეთევანისადმი მიძღვნილი საგალობლის ავტორიცაა. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |