The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ აბაშიძე

სხვა სახელი:ვინმე  (ფსევდონიმი)
თირელი  (ფსევდონიმი)
მენავე  (ფსევდონიმი)
შროშანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1866
გარდაცვ. თარიღი:9 მარტი, 1903  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვოლკოვოს სასაფლაო, პეტერბურგი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დილიკაური, ზესტაფონის რაიონი.

სწავლობდა ქალაქ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

სამწერლო ასპარეზზე XIX საუკუნის 80–იან წლებში გამოვიდა; 15 წლისა უკვე წერდა ლექსებს; მონაწილეობდა გიმნაზიაში მოსწავლეების მიერ დაარსებული ხელნაწერი ჟერნალ გაზეთების ("სხივი", "თარი", "სტვირი") გამოცემაში; გიმნაზიის დაუსრულებლად ჩააბარა გამოცდები კერძო ვექილის წოდებაზე და ვექილობას მიჰყო ხელი, მაგრამ მალე დაანება თავი; 90–იან წლებში ილია ჭავჭავაძის რეკომენდაციით მიიწვიეს "ივერიაში"; აქვეყნებდა ორიგინალ და თარგმნილ ლექსებს სხვადასხვა ფსევდონიმით; "შროშანის" ფსევდონიმით ბეჭდავდა კორესპოდენციებსა და პუბლიცისტურ წერილებს პოლიტიკასა და მიმდინარე საკითხებზე; თანამშრომლობდა აგრეთვე "ცნობის ფურცელში", "მოამბეში" და "კვალში"; აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში;  მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, ლიტერატურულ საღამოებში; ითვლებოდა შესანიშნავ მკითხველ–დეკლამატორად; სამშობლოს უსაზვრო სიყვარული, ხალხის ერთგულება, მამულიშვილობის ღირსების შეგნება წარმართავდა მთელ მის შემოქმედებას; მის პოეზიაში დიდი ადგილი უჭირავს სიყვარულის თემას, ბუნებას; მის ლექსებზე შექმნილი პოპულარული სიმღერები შედიოდა დები იშხნელებისა და ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარში ("ოხ მარგალიტავ" 1896, "როდესაც გიცქერ..." 1899); თარგმნა მ. ლერმონტოვის "მწირი" 1893, ფ. კოპეს "ბუდას მერცხალი" 1900, ე. არნოლდის "მნათობი მთისა " 1900; წერდა პოემებს: "დედა" (1900), "ცრემლთა წყარო" (1901).  

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ.1 .-თბ., 1997.-გვ.20  ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.31

ბიბლიოგრაფია

  • ლექსები : ლირიკა და პოემები (ავტორი). - ტფილისი, ფედერაცია, 1936. - 199გვ.
  • თხზულებანი გრ. აბაშიძისა (ავტორი) // ნაწ. 1 : ლექსები. ავტორის სურათით. - ქუთაისი, ქუთაისის ამხანაგობის გამოცემა N16, 1901. - 366გვ.

გააზიარე: