შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ანტონოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. მუშაობდა გორის სამაზრო სამმართველოში, შემდეგ მამისეულ სავაჭროში. 1851 წელს მსახიობად ჩაირიცხა გიორგი ერისთავის თეატრის დასში, რომელსაც მცირე ხნით ხელმძღვანელობდა კიდეც. ზურაბ ანტონოვმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის ჩამოყალიბების პროცესში. მის პიესებში "მე მინდა კნეინა გავხდე" (1851), "განა ბიძიამ ცოლი შეირთო?" (1852), "მზის დაბნელება საქართველოში" (დაიდგა 1853, დაიბეჭდა 1876), "ქმარი ხუთი ცოლისა" (დაიდგა 1851, დაიბეჭდა 1852), "ქორწილი ხევსურთა" (1852), "ქოროღლი" (1853), "ტივით მოგზაურობა"(1854) ასახულია მეცხრამეტე საუკუნის თბილისი, ქართული სოფლები, სხვადასხვა სოციალური წრის ცხოვრება და ზნე-ჩვეულებები. ზ. ანტონოვის ლიტერატურული სამყარო ნათელი და ცოცხალი სიუჟეტებით, იუმორითა და სარკაზმით აღსავსე დიალოგებითა და რეპლიკებით არის მდიდარი, რამაც მისი თეატრალური პოპულარობა განაპირობა. მისი კომედიები ბევრჯერ დაიდგა ქართულ თეატრში და მეტიც, ბოლო წლებშიც აქტიურად ცოცხლდება ქართულ სცენაზე. კომედიოგრაფი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.170; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.128 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |