შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო ავალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1940 წელს. 1935 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "დადაშ ხვიბლან", 1940 წელს – ნოველათა პირველი კრებული "ლაჰილ პირველი". 1947-1967 წლებში გამოიცა მისი ნოველების ხუთი კრებული. მწერლის თხზულებათა თემატიკა ეხება ძველი და ახალი სვანეთის ყოფას ("მუხის ჭია", "ლაჰილ პირველი", "დალის დალალები"), სამამულო ომის დღეებს ("დედის იმედი", "სიდუ"), ქართული მწერლობისა და ხელოვნების მოღვაწეთა ცხოვრებას ("ყარიბი მგოსანი", "სულოაგას ქუდი") და სხვა. ავალიანის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია "ახალი ჰორიზონტი" (1952-1969), პირველი ქართული რომანი, რომელშიც ასახულია მაღაროელთა ცხოვრება. მისი ნოველები და რომანი თარგმნილია რუსულად, რამდენიმე ნოველა - ჩეხურად, ხოლო "სულოაგას ქუდი" - ინგლისურად. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ.1 – თბ., 1997. – გვ.58 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |