შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1986 წელს. მოჭადრაკე; საერთაშორისო დიდოსტატი(1993); სსრკ სპორტის ოსტატი (1982); საერთაშორისო ოსტატი (1989). მისი პირველი მწვრთნელი იყო დ. ჩირაძე (ქუთაისი); საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტი (1989); მსოფლიოს ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადებისა (1992, 1994, 1998, 2000) და ევროპის გუნდური პირველობების (1992, 1997) მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. იყო გ. კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიო პირველობის მატჩში (1990). მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე დაფაზე მოიპოვა ბრინჯაოს მცირე მედალი (1996). განსაკუთრებული დამსახურების და გაწეული ღვაწლისათვის, ჭადრაკის განვითარება – პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორდენი (2014), ევროპის საჭადრაკო კავშირის "ოქროს დიპლომი" (2014). წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.2. – თბ., 2012. – გვ.13; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.45 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |