The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით აბაშიძე

დავით აბაშიძე
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1982 წელს.

1976-1977წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სანიტარი; 1982-1983წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერი მუშაკი; 1983-1985წწ. 53-ე საშუალო სკოლის ალკკ კომიტეტის მდივანი; 1985-1986წწ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის უფროსი ეკონომისტი; 1986-1988წწ. საქართველოს ალკკ ცკ-ის ინსტრუქტორი, სექტორის გამგე; 1987-1989წწ. საქართველო კპ ცკ-ის ინსტრუქტორი; 1989-1991წწ. საგეგმო კომიტეტის განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სპორტის განყოფილების უფროსის მოადგილე; საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ეკონომიკური რეფორმებისა და ადგილობრივი მმართველობის სახელმწიფო კომისიის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი (1991); 1992-1993წწ. სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკურ საკითხთა წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 1993-1995წწ. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარცევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარცევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2003 წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინასთა მინისტრი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - თბ., 1996-97.- გვ.13; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.55

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2000)

გააზიარე: