შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1990 წელს; თბილისის იურიდიულ ინსტიტუტი 2003 წელს. 1990-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო დეპარტამენტში - კორესპონდენტად; 1991-2001წწ. თბილისის 54-ე საჯარო სკოლის პედაგოგად; 1995-1996წწ. თბილისის მერიის განათლების სამმართველოს პედაგოგიურ ინოვაციათა ცენტრში წამყვან სპეციალისტად; 2003-2009წწ. შრომითი საქმიანობა განაგრძო ააიპ "კონსტიტუციის 42-ე მუხლში" პროექტის: "სტრატეგიული სამართალწარმოება და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა" - დირექტორად; 2004-2009წწ. ამავე ორგანიზაციაში იყო გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო 2009-2011წწ. აღმასრულებელი დირექტორი; მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ადვოკატი წარმოადგენდა და იცავდა მოქალაქეთა ინტერესებს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში; 2005-2012წწ. კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სამართალმცოდნეობის შესავალ კურსში, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში; 2012-2016წწ. საქართველოსმე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №50 საჩხერის საარჩევნო ოლქი; 2016-2017წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2017 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 209; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: constcourt.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |