შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შიხარხან ავალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ყაზახეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1978წწ. იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1980წწ. კლინიკური ორდინატორი; 1980–1083წწ. მოსკოვში, საკავშირო კარდიოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი; 1983–1988წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1988 წლიდან ამავე კათედრის დოცენტია. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვერაპამილის ზემოქმედება მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს დაავადების მიმდინარეობასა და დაზიანების კერის ფართობზე", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.13 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |