შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბონდო ჯიქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭაქვინჯი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სუპტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1961 წელს. მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო-საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: 1961-1964წწ. "საქსოფლტექნიკის" ზუგდიდის რაიონული გაერთიანების ინჟინერ-მექანიკოსი, მმართველის მოადგილე, ენგურის ქაღალდკომბინატის სატრანსპორტო განყოფილების გამგე; 1988-1989წწ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1993-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-99. - გვ.439; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.192; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.427 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |