შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოხტა ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1952 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად და წლების მანძილზე კითხულობდა სხვადასხვა სალექციო კურსს; 1961 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ, სამეცნიერო დარგში დირექტორის მოადგილედ, ქიმიურ-ოპტიკურ კვლევათა ლაბორატორიის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად. მკვლევრის მეცნიერული შემოქმედება ასახულია 100-ზე მეტ სტატიაში, ერთ მონოგრაფიასა და 15 საავტორო მოწმობაში; დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ფიზიკური თუ ორგანული ქიმიის განვითარების საქმეში, განსაკუთრებით ოპტიკურ-ქიმიური კვლევების სფეროში, იმ ახალ მიმართულებებშიც, წარმატებით რომ ვითარდება კიბერნეტიკის ინსტიტუტში; საქართველოში პირველმა დაიწყო ორგანულ ნაერთთა ფოტოქიმიური კვლევა, შექცევადი ფოტოქიმიური პროცესების შესწავლა. ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1956), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1973). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |