The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჯაფარიძე

გივი ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1944  (75 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო სამეურნეო ფაკულტეტი 1968 წელს, 1985 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1961-1962წწ. იყო საავეჯო კომბინატის ამწყობი; 1964-1964წწ. ტრესტ "თბილმშენინდუსტრიის" მემონტაჟე; 1966-1978წწ. ვაკის რაიონის მოსწავლეთა სახლის დირექტორი, კომკავშირის ცკ ინსტრუქტორი, კომკავშირის გარდაბნის რაიკომის პირველი  მდივანი, კომკავშირის ცკ განყოფილების გამგე; 1978-1985წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1985-1995წწ. აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი. 1966 წლიდან სატყეო მეურნეობის სახელმწიფო  დეპარტამენტის თავმჯდომარე. 34 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 431;

http://www.gaas.dsl.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოქალაქეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემოკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1976 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

გააზიარე: