Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან გველესიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1931 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1933 წელს. 1924–1935წწ. უკრავდა საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საზოგადოების სიმებიან ორკესტრსა და რუსთაველის თეატრის ორკესტრში. 1942–1971წწ. მუშაობდა თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში ჯერ ლაბორატორიის ხელმძღვანელად, შემდეგ - დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; მისი შრომები ეხება ჰიდროენერგეტიკული კვანძების სათავე ნაგებობათა წყალსაცავების დალამვისა და მთის მდინარეთა ნატანის დინამიკის საკითხებს. მან პირველმა დაამუშავა საქართველოს მდინარეთა მყარი ნატანის მახასიათებლების განსაზღვრისა და წყალსაცავების გარეცხვის მეთოდები. მეცნიერი ჰიდროტექნიკის დარგში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი (1971). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.607; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.74-75 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |