The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გველესიანი

დავით გველესიანი
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1890
გარდაცვ. თარიღი:1949  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტრე-პავლეს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მანგლისი, თეთრიწყაროს რაიონი.

 სწავლობდა თბილისის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში 1906–1907 წლებში. 1911 წელს დაამთავრა ვაჟთა I გიმნაზია. 1912–1914 წლებში სწავლობდა  მოსკოვის უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტზე. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს.

1932–1949წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1919 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ხატავდა თბილისის ძველ უბნებს. ავტორია ფანქრით დახატული სურათების სერიისა  "ძველი თბილისი" 1921–1930წწ. მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: "ანჩისხატის ეკლესია" (1920 წელი, თბილისის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი),  "ძველი თბილისი–ნარიყალას უბანი" (1930 წელი), ი. ნიკოლაძის პორტრეტი (1937). ორივე ნამუშევარი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. მხატვარ რომანოზ (რომან) გველესიანის ძმიშვილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.607; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.111


გააზიარე: