The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ადვაძე

ვალერიან ადვაძე
დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1931
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 2013  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პტენა, ახალქალაქის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1953–1956წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში; 1956–1988წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის და სახალხო მეურნეობის ისტორიისა და ეკონომიკური მოძღვრების ისტორიის კათედრის გამგედ; ერთდროულად 1978 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკური დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო–კვლევითი ინტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1988 წლიდან დირექტორი;  ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მიმნიჭებელ სპეციალურ საბჭოს; კვლევის ძირითადი სფერო იყო საქართველოს ეკონომიკა: მისი ომის შემდგომი განვითარება, პრობლემები, პერსპექტივები, მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის ისტორიის საკითხები; აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში;  1992 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; ეკონომისტი; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1970); პროფესორი (1973); საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (1991). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.51; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015/ კობა ამირხანაშვილი.-გვ.61; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამეწარმეო საქმიანიბის აკადემია , აკადემიკოსი (1991-)
  • საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი , სახალხო დეპუტატი (1989-)
  • საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭო, წევრი (1989-)
  • საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი, თავმჯდომარე (1992-1993)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომისია, თავმჯდომარე (1992-1995)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი
  • საქართველოს სამეცნიერო ეკონომიკური საზოგადიების რესპუბლიკური გამგეობა , თამჯდომარე (1984-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: