The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა გოგოლაშვილი

შოთა გოგოლაშვილი
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 2007  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს

წლების მანძილზე მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებზე. 1957 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარია. მისი მხატვარ-დეკორატორის საკადრო-საკომპოზიციო ჩანახატებით, ესკიზების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "მაია წყნეთელი", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "მალე გაზაფხული მოვა", "განძი", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "წუთისოფელი", "ალავერდობა", "ვინ შეკაზმავს ცხენს", "პიერი, მილიციის თანამშრომელი", "სიცოცხლის ფასი", "მამული", "განთიადი", "დიდოსტატის მარჯვენა", "საერთო კედელი", "ჩაძირული ქალაქის მაძიებლები", "კეთილი მეზობლები", "დედის ბედი", "მოხეტიალე რაინდები", "რაჭა, ჩემი სიყვარული", "ამბავი ივანე კოტორაშვილისა", "გაცოცხლებული ლეგენდები", "სამი სასიძო", "სათადარიგო ბორბალი", "მოხუცი", "ცის ბილიკი", "გაზაფხული გადის", "ანდერძი", "მცხეთის მონასტერი", "დედუნა", "ფესვები", "ანთიმოზ ივერიელი", "ამაღლება", "ხევსურული ბალადა", "აშუღი ქერიბი" ("აშიკი ქერიბი", 1988, მხატვრობისათვის მირებული აქვს ევროპული კინოს პრიზი, ბერლინი), "ვალსი პეჩორაზე", "დათა თუთაშხია"; მისი დაზგური ნამუშევრებია: "წისქვილი" (1986, საქართველოს ეროვნული გალერეა), "გზა" (1985, ა. პუშკინის სახ. სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), "სვანეთი" (1986, ა. პუშკინის სახ. სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი). კინომხატვრის ნამუშევრები არაერთხელ აღინიშნა რესპუბლიკური და საკავშირო ჯილდოებით. კინოს მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.68; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.58

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: