The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ გერსამია

Date of birth:24 August, 1897
Date of death:15 March, 1965  (at 67 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხორუწყუს რაიონი.  

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1923 წელს.

მუშაობდა საფაკულტეტო თერაპიის კათედრაზე ასისტენტად; 1933–1936წწ. ხელმძღვანელობდა საკურორტო ადგილების (მენჯი, სქური, მუხური, ნაბეღლავი) შემსწავლელ ექსპედიციებს; 1941–1946წწ. არმიის რიგებში იყო; 1952–1957წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრას; 1957–1965წწ. ხელმძღვანელობდა პედიატრიული, სანჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას. მუშაობდა სამხარეო პათოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და კურორტოლოგიის საკითხებზე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.601; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.533

Awards and Honors

  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: