შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო გერსამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1911 წელს. 1911 წელს გამოსცა იუმორისტული ალმანახები "მაშხალა" და "ნემსი". 1913 წლიდან სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ათავსებდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათის წერილებს. 1914 წელს იყო ქუთაისში გამომავალ გაზეთ "ჩვენი ერის" რედაქტორ-გამომცემელი. იმავე წელს მთავრობამ გაზეთი სამუდამოდ დახურა, თავად გერსამიას კი ათი დღის პატიმრობა მიუსაჯა. 1918-1921წწ. აქტიურად მონაწილეობდა პირველი რესპუბლიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების, დრამატული საზოგადოების, სამუსიკო საზოგადოების და საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; დასავლეთ საქართველოში ერობათა კავშირის რწმუნებული. საბჭოთა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებაში, 1938–1957წწ. მუშაობდა საქართველოს თეატრალურ მუზეუმში. თეატრმცოდნე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.601 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |