The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ხვედელიძე

მანანა ხვედელიძე
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1959  (61 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, ჟურნალისტი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობა-საკომპოზიციო ფაკულტეტი 1983 წელს.

1985 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიოკორპორაციაში უმცროს რედაქტორად, რედაქტორად, უფროს რედაქტორად; 1994-1997წწ. იყო რადიოკომპანია "ევრიკის" ხელმძღვანელი; 1995 წლიდან თანამედროვე ხელოვნების აკადემიის ლექტორი. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ჟურნალებსა და გაზეთებში. ავტორია გადაცემებისა: "საუბარი კონცერტის შემდეგ", "საკონცერტო დარბაზებსა და თეატრებში", "100 ოპერა", სიუჟეტებისა რადიოჟურნალ "ჩანგში", პროგრამაში: "მაცნე" და საავტორო პროგრამაში "კონცერტი 6 სათზე"; რადიო და ტელეგადაცემებისა ქართველ და უცხოელ მუსიკოსებზე. მუსიკათმცოდნე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 416

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი

გააზიარე: