| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა ხვედელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობა-საკომპოზიციო ფაკულტეტი 1983 წელს. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხელოვნებათმცოდნეობის მეორედი ფაკულტეტი 1982 წელს; მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა 1985 წელს. 1985 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიოკორპორაციაში უმცროს რედაქტორად, რედაქტორად, უფროს რედაქტორად; 1988-1996წწ. იყო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი; 1994-1997წწ. იყო რადიოკომპანია "ევრიკის" ხელმძღვანელი; 1995-2004წწ. თანამედროვე და ჯაზის ხელოვნების აკადემიის ლექტორი. 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1995-2010წწ. "რადიო-2"-ის ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. საქართველოს "რადიო-1"-ის პროგრამების მთავარი დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე. ორგანიზაციების: "მესამე ასაკი", "იმიჯი-პრო", "აკაკი რამიშვილისფონდი", "ტრადიცია და ინოვაცია" ერთ-ერთი დამფუძნებელი. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ჟურნალებსა და გაზეთებში. ავტორია გადაცემებისა: "საუბარი კონცერტის შემდეგ", "საკონცერტო დარბაზებსა და თეატრებში", "100 ოპერა", სიუჟეტებისა რადიოჟურნალ "ჩანგში", პროგრამაში: "მაცნე" და საავტორო პროგრამაში "კონცერტი 6 სათზე"; რადიო და ტელეგადაცემებისა ქართველ და უცხოელ მუსიკოსებზე. მუსიკათმცოდნე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 416; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 583 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

