| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინელი ჭანკვეტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1979 წელს. 1979 წლიდან დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. მონაწილეობდა მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლებში: მოლიერის "დონ ჟუანი", დ. კლდიაშვილის "ბაკულას ღორები", უაილდერის "ჩვენი პატარა ქალაქი", უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", ჟიროდუს "ამფიტრიონ 38", "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" და სხვ.; ფილმებში: "ცხელი ზაფხულის სამი დღე", "კუკარაჩა", "მარტოხელა მონადირე", "საფეხური", "რობინზონიადა", "ორომტრიალი", "რჩეული", "ანას დაბადების დღე", "პოეტური ჩანახატები" (დამდგმელი რეჟისორი: შოთა კალანდაძე, 2006), "მედუზა გორგონა" (დამდგმელი რეჟისორი: შოთა კალანდაძე, 2012), "საჩუქარი" (დამდგმელი რეჟისორი: შოთა კალანდაძე, 2016), "ფოტოგრაფია ფილმიდან" (დამდგმელი რეჟისორი: შოთა კალანდაძე, 2019) და სხვ.; 2002-2003 წწ. იყო წამყვანი სატელევიზიო შოუსი "ხალხის პირისპირ"; მიღებული აქვს თეატრალური საზოგადოების პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (1979, 1985, 1995), ვ. ანჯაფარიძის სახელობის მედალი, რუსთავის თეატრალურ ფესტივალ "ოქროს ნიღბის" დიპლომი (1996), ნ. ვაჩნაძის სახ. ქართული ფესტივალის პრემია, ნ. ჩხეიძის სახელობის დიპლომი (2003), "ოქროს არწივი" კიევის ახალგაზრდულ კინოფესტივალზე, "ოქროს ნიღაბი" (2003). მსახიობ ზაზა მიქაშავიძის მეუღლე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 395; ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.558; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.132 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

