Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ჭანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1945 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტში, სადაც მან თითქმის 60 წელი იმუშავა და განვლო გზა ექიმ-ბაქტერიოლოგიდან ინსტიტუტის დირექტორამდე. 1952-1955 და 1958-1960წწ. იყო თბილისის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში, ხოლო 1960-1997წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1997-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. 1970 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააფუძნა მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის კათედრა, რომელსაც 1975 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა. 1975-2003წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის კათედრის პროფესორი. 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიზენტერიული ბაქტერიოფაგები", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 394; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.346 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |