შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გამყრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი ჯინჭვისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1941 წელს. 1945–1965წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1971წწ. ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ალ. გამყრელიძეს ეკუთვნის მონოგრაფიები: "პომპონიუს მელას ცნობები საქართველოს შესახებ" (ტექსტი თარგმანითურთ), "ტაციტუსი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ", "პლინიუს უფროსის ცნობები საქართველოს შესახებ"; თარგმანები: უილ. თეკერეის "ამაოების ბაზარი", ფ. კუპერის "უკანასკნელი მოჰიკანი", რ. ლ. სტივენსონის "განძის კუნძული" და "შავი ისარი", ჯ. ლონდონის "თეთრი ეშვი", ლ. კეროლის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", ჯ. გოლზუორთის"აშლის ყვავილი", ედგარ პოს "ოქროს ხოჭო" და სხვ., მისი რედაქტორობით არის გამოქვეყნებული: "სტრაბონის გეოგრაფია" (1957), "აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია" (1959), "ჰიპოკრატეს ცნობები საქართველოს შესახებ" (1965), "ძლისპირნი" (1971) და სხვ. ლიტერატურათცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1948). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.545 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |