შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიტო ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1981 წელს. 1990 წლამდე მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმში; 1990-1994წწ. კინოსტუდია "შვიდკაცაში"; 1997 წელს გახდა გერმანიის(ბერლინის) "Nipkow" და "Daad" პროგრამების სტიპენდიანტი და იმავე წელს დროებით საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში. არის რეჟისორი ფილმებისა: "კვაზიმონდო"(1981), "თეთრი ღამე"(1984), "დახატული წრე" (1988), "ზღვარზე (1993), "კაცი საელჩოდან"(2006), "მედიატორი"(2008), ელდარ შენგელაია (დოკუმენტური, 2008) და სხვ. სცენარის ავტორია ფილმების: "დახატული წრე"(1988), "ზღვარზე"(1993), "მედიატორი"(2008), "ელდარ შენგელაია"(2008) და სხვ. დამდგმელი მხატვარია ფილმის "ზღვარზე"(1993). მიღებული აქვს სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი ფილმისათვის "გასროლის შიში" (2003, ესპანეთი), "ოქროს არწივი" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისათვის, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "ვერცხლის ლეოპარდი". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ. 381; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |