The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გური ცაგარეიშვილი

გური ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:1998  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1998წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში, 1966 წლიდან - ლაბორატორიის გამგის, 1990 წლიდან - სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მოადგილედ; 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1972 წელს - სადოქტორო დისერტაცია; 1976 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება; არის 160-მდე სტატიისა და 4 მონოგრაფიის ავტორი. მისი მეცნიერული მოღვაწეობა ძირითადად მოიცავდა მასალათმცოდნეობის, მყარი სხეულების ფიზიკისა და არაორგანული ქიმიის დარგებს. ჩატარებული აქვს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კომპლექსური კვლევები მაღალი სისუფთავის კრისტალური ბორისა და ბორის ფუძეზე მასალების მისაღებად, მათი სტრუქტურისა და თვისებების შესასწავლად. მის მიერ შექმნილია ახალი მეცნიერული მიმართულება - ბორის თეორიული და გამოყენებითი მასალათმცოდნეობა. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ინჟინერ-მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1976).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "B-რომბოედრული ბორის წარმოქმნის პირობების, სტრუქტურისა და თვისებების თავისებურებათა გამოკვლევა", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ. 380; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.161

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბორის, მისი ნაერთებისა და ბორიდების საერთაშორისო სიმპოზიუმების სამეცნიერო კომიტეტი, მუდმივი წევრი (1975-)
  • საქართველოს მასალათმცოდნეობის საზოგადოება, პრეზიდენტი (1996-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: